ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. საბუთების მიღება 2018 წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას. მოსამზადებელი კურსის საფასური სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით – […]

ადვოკატთა ასოციაცია მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

ადვოკატთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამასთან, ადვოკატთა ასოციაცია დაზარალებულ ოჯახებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას თუკი მათ აღნიშნულის საჭიროება ექნებათ.   2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტას კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2017 წლის 9 მაისს ამავე შახტაში მუშაობას 4 ადამიანის სიცოცხლე […]

ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ

1-ელი მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის […]

ადვოკატთა ასოციაციამ თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლა

დღეს, ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის ფარგლებში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის წევრად რუსეთის ფედერაციის ადვოკატთა ასოციაციის მიიღება და ორგანიზაციის შემდეგომი განვითარება და გაფართოვება. სხდომას, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი, მეტინ ფეიზოღლუ უძღვებოდა, რომელმაც ამავე დღეს, ქართველი ადვოკატებისათვის […]

დავით ასათიანი – ქალთა უფლებების დარღვევა ჩვენი საზოგადოების დიდი გამოწვევაა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. დავით ასათიანის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „ქალთა უფლებების დარღვევა ჩვენი საზოგადოების დიდი გამოწვევაა, თუმცა ქალების წვდომა მართლმსაჯულებაზე ის ფუნდამენტური საკითხია, რომელიც მათ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მე მხარს ვუჭერ ქალთა უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ყველა სფეროში – ქალებისათვის […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა. სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს. გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით. […]

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი (ტყვიავის) რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.შ. ამხილეს. დასვი შეკითხვა