სერგო მამფორია

ადვოკატი

მოღვაწეობის სფერო: სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადმინისტრაციული სამართალი.

ტელ: 574 555 584

სერგო მამფორია 2007 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

2006 წელს დაამთავრა  საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის  იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2006-2007  წლებში მუშაობდა იურისტთა კავშირი ,,კონსტიტუციური უფლებების დამცველი“-ში იურისტის თანამდებობაზე.

2006 წელს ჩააბარა ადვოკათთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით  და  არის  ს.ს.ი.პ  საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის წევრი.

2007-2009 წლებში მუშაობდა საადვოკატო ბიურო სპს ,,ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“-ში ადვოკატის თანამდებობაზე.

2009 წლიდან მუშაობს საადვოკატო ბიურო ,,კოსოევი და კომპანია“-ში ადვოკატის თანამდებობაზე.

დასვი შეკითხვა