შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი (ტყვიავის) რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.შ. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სასურსათო მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შეაღწია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს – სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.

წყარო: police.ge

დასვი შეკითხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *