ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის
მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. საბუთების მიღება 2018 წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის
18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული
მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.
მოსამზადებელი კურსის საფასური სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით,
შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით – 900 ლარს. კურსებზე სწავლა 2018 წლის
17 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აპლიკანტები ლექციების განრიგს სპეციალიზაციის
მიხედვით, მოსამზადებელი კურსის სარეგისტრაციო ვადის დასრულებისთანავე მიიღებენ. ლექციები ჩატარდება
ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 18:30 საათიდან 22:00/23:00 საათამდე.

ლექციების ჩატარები სადგილი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 33/36 და ასევე ერთი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია კურსის მსმენელებს ეცნობებათ სარეგისტრაციო ვადის
დასრულებისთანავე.

გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
VTB “ვითიბი” ბანკის კოდი – UGEBGE22
ანგარიშის ნომერი – GE97VT 6600 0000 0080 3803
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი – 202 255 692.

იხილეთ კურსებზე რეგისტრაციის გვერდი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708
სამუშაო საათებია 10:00-დან 19:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #33
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

წყარო: http://gba.ge/ka/news/2930/

დასვი შეკითხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *